საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არჩილ ჯაფარიძის გადადგომას ადასტურებენ
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, არჩილ ჯაფარიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.
ჯაფარიძე რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორად 2017 წლის 24 აგვისტოს დაინიშნა. ჯაფარიძე 2014–2017 წლებში ამავე რეგიონის გუბერნატორის პირველ მოადგილედ მუშაობდა.