საქართველოს მთავრობა ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებას ამ ეტაპზე არ გეგმავს
საქართველოს მთავრობა ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთის შემცირებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
როგორც ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განუცხადა, ამ ეტაპზე აქციზში ცვლილებები დაგეგმილი არ არის.
„სახელმწიფო ბიუჯეტით აქციზების შემცირება გათვალისწინებული არ არის. ამ ეტაპზე აქციზში ცვლილებები დაგეგმილი არ არის. თუ ბიუჯეტის კორექტირების დროს წინადადებას მივიღებთ, რომ ბიუჯეტის წარმოდგენილი ვარიანტი შემცირდეს, ამ შემთხვევაში იქნება საუბარი რომელიმე გადასახადის შემცირებაზე”, – განაცხადა კაკაურიძემ.
საპარლამენტო უმცირესობა წინადადებით გამოდის, რომ ნავთობპროდუქტებზე აქციზის განაკვეთი შემცირდეს, რითაც მათი მოსაზრებით, საწვავის ფასი გაიაფდება.