საქართველოს მთავრობა - „გლობალური კორუფციის ინდექსში“ საქართველომ „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია
საქართველოს მთავრობა - „გლობალური კორუფციის ინდექსში“ საქართველომ „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი მიიღო და რეგიონში ლიდერია

Მსოფლიოს მოწინავე ანალიტიკურმა ცენტრმა, შვეიცარიულმა ორგანიზაციამ – Global Risk Profile (GRP) „გლობალური კორუფციის ინდექსი 2023“ გამოაქვეყნა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეიტინგში საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა, მსოფლიოს 196 ქვეყანასა და ტერიტორიას შორის საუკეთესო 25%-ში მოხვდა და მსოფლიოში 43-ე ადგილი დაიკავა.

„შავიზღვისპირეთში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში კი პირველი ადგილი მიიღო – სტატუსით „კორუფციის დაბალი დონე“. საქართველო აღნიშნულ რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც „კორუფციის დაბალი დონის“ სტატუსი აქვს. კორუფციისაგან თავისუფლებით საქართველომ გაუსწრო ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანას, ევროკავშირისა და ნატო-ს წევრ რვა სახელმწიფოს. GCI-ის გამოსათვლელად განიხილება ექვსი ინდიკატორი, რომელთაგან ოთხი ორიენტირებულია კორუფციაზე, ხოლო ორი – ფინანსურ დანაშაულზე“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ინფორმაციაში.