საქართველოს მთავრობა - ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სატრანსპორტო ნაკადები შეამცირა, შეზღუდვა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იყო
საქართველოს მთავრობა - ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვამ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, სატრანსპორტო ნაკადები შეამცირა, შეზღუდვა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი იყო

17 აპრილიდან 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვის მიზეზი იყო აღდგომის დღესასწაულის დღეებში ვირუსის გამოვლენილი შემთხვევების მზარდი დინამიკა, – ამის შესახებ COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშშია აღნიშნული.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 13-19 აპრილის კვირას დაფიქსირდა 133 შემთხვევა, რაც კვირაში გამოვლენილი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 17 აპრილს ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 34 შემთხვევა დაფიქსირდა.

„აღდგომის დღესასწაულის შემდგომი სამკვირიანი მაჩვენებლების ანალიზით აშკარაა, რომ ინფიცირების შემთხვევების ზრდა არ დაფიქსირებულა. უფრო მეტიც, 4 მაისის კვირაში, კლების დინამიკა აღინიშნა. ასევე, ქვეყანაში არ დაფიქსირდა „დღესასწაულების“ კლასტერი. მობილობის შემცირებას აჩვენებს ავტომანქანების ნაკადების შესახებ ინფორმაცია. კერძოდ, 3 დიდ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, შემოღებული შეზღუდვის შედეგად, სატრანსპორტო ნაკადები შემცირდა საშუალოდ 10-ჯერ და მეტჯერ“, – აღნიშნულია COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში.