საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ბულგარეთიდან ჩარტერი განხორციელდება
საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ბულგარეთიდან ჩარტერი განხორციელდება

საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად ბულგარეთიდან ჩარტერი განხორციელდება, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა უცხო ქვეყნებში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებულად ჩამოყვანას განაგრძობს.

„უკვე დაინიშნა ჩარტერული რეისი, რომელიც ბულგარეთის ქალაქ ბურგასიდან საქართველოს ათობით მოქალაქეს ჩამოიყვანს. რეისს ავიაკომპანია Myway Airlines შეასრულებს.

რეისი ასევე ჩამოიყვანს საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებს, რომლებსაც  ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა. ჩარტერით გამომგზავრების საფასური ერთ მგზავრზე 100 ევრო იქნება. ბულგარეთიდან ჩარტერით ჩამოსული პირები 14-დღიან სავალდებულო კარანტინს სამშობლოში გაივლიან“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.