საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტების საერთო მოცულობა 26 280 736 601 ლარს შეადგენს
საქართველოს კომერციულ ბანკებში დეპოზიტების საერთო მოცულობა 26 280 736 601 ლარს შეადგენს

2019 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 26 280 736 601 ლარს შეადგენს.

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ინფორმაციით, აქედან ფიზიკური პირების დეპოზიტები 14 253 030 650 ლარია (ეროვნულ ვალუტაში – 3 571 421 401 ლარი, უცხოურ ვალუტაში – 10 681 609 250 ლარის ეკვივალენტი); იურიდიული პირების – 12 027 705 950 ლარი (ეროვნულ ვალუტაში – 5 855 459 177 ლარი, უცხოურ ვალუტაში – 6 172 246 774 ლარის ეკვივალენტი).

ამასთან, სააგენტოს ცნობით, საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 810 035 086 ლარს შეადგენს, მათ შორის: ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 1 115 560 315 ლარის მოცულობის დეპოზიტები; უცხოურ ვალუტაში – 694 474 771 ლარის ეკვივალენტი.

კომერციული ბანკების მიერ დეპოზიტების დაზღვევის ფონდში მიმდინარე წლის აგვისტოში გადახდილი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ჯამურმა ოდენობამ 1 444 454.35 ლარი შეადგინა.