საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ბოდბის დედათა მონასტერში საკვირაო წირვას ესწრება
ბოდბის დედათა მონასტერში საკვირაო წირვა მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ესწრება.
ილია მეორე ბოდბის ეპარქიის წინამძღვართან, მეუფე იაკობთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.
კორონავირუსთან დაკავშირებით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოდბის მონასტერში ღვთისმსახურება რეკომენდაციების დაცვით ტარდება. შესაბამისად, ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებიან. ბოდბის მონასტრის ეზოში ერთმანეთისგან დისტანციის დაცვით მდგომი მრევლი ლოცვას სპეციალურად დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენს.