საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას პირველი ოქტომბრიდან სოსო გიორგაძე დაიკავებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება უკვე გამოცემულია.
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სოსო გიორგაძე 2013 წლიდან მუშაობს. სხვადასხვა დროს ის ხელმძღვანელობდა მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურს, შემდგომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, ხოლო 2019 წლის ივნისიდან დღემდე იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისა და მისი პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძის გადადგომის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან, სოსო გიორგაძე იუსტიციის მინისტრის მოადგილის რანგში საჯარო სერვისების მიმართულების კურატორი იქნება“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციაში.