საქართველო-ირლანდიის მატჩს ქართველი ემიგრანტებიც დაესწრებიან
საქართველო-ირლანდიის მატჩს ქართველი ემიგრანტებიც დაესწრებიან

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია დუბლინში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა ირლანდიის რესპუბლიკაში მდებარე საქართველოს საელჩოში შედგა.

ბექა ოდიშარიამ ირლანდიაში მცხოვრებ ემიგრანტებს სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ლევან კობიაშვილმა ქართველ ემიგრანტებს საფეხბურთო მატჩზე დასასწრები ბილეთები გადასცა, საელჩოს კი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი მაისური უსახსოვრა.

შეხვედრას დუბლინში აგრეთვე პარლამენტის წევრი გოჩა ენუქიძე და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ. დღეს თბილისის დროით 23:45 წუთზე, ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი გაიმართება,რომელსაც ირლანდიაში მცხოვრები ათეულობით ქართველიც დაესწრება.

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული გუნდები შეხვდებიან. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.