დღეს საქართველო ირლანდიას მეათედ შეხვდება და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება
დღეს საქართველო ირლანდიას მეათედ შეხვდება და პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დღეს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ირლანდიისა და საქართველოს ეროვნული გუნდები შეხვდებიან. ეს ამ ნაკრებების რიგით მეათე შეხვედრაა და საქართველოს ჯერ არც ერთი მოგება არ აქვს: გასული ცხრა მატჩიდან ირლანდიელებმა რვა მოიგეს, ერთი კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 17-5 ირლანდიელთა სასარგებლოდ.

საქართველოს ნაკრებმა გუშინ დუბლინის ავივას სტადიონზე ივარჯიშა, მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი და ფეხბურთელები კი იმედს გამოთქვამენ, რომ ამ უსიამოვნო სტატისტიკას ჩვენი გუნდი დღეს შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა შინ შვეიცარიასთან დათმო – 0-2, ირლანდიამ კი სტუმრად გიბრალტარი დაამარცხა 0-1.

საინტერესოა ასევე, რომ ირლანდია საქართველოსთვის მესამე ყველაზე ხშირი მეტოქეა ალბანეთის (14 მატჩი) და მოლდოვის (12 მატჩი) შემდეგ.