საქართველოს ფრენბურთელ გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელ გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური ისტორიაში პირველად მოიპოვა.
თელავის სპორტის სასახლეში გამართულ გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველმა ფრენბურთელებმა ავსტრიელი თანატოლები ხუთსეტიან დაპირისპირებაში 3:2 დაამარცხეს. საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანეს მატჩში მარიამ მუშკუდიანმა ულიდერა, რომლის ანგარიშზეც 31 ქულაა.
ევროპის ჩემპიონატი სერბეთსა და უნგრეთში 11-22 ივლისს ჩატარდება.