ფრენბურთი | ანა კალანდაძე ჩემპიონთა ლიგის „ოლ სტარში“ მოხვდა [ვიდეო] #1TVSPORT

ქალთა შორის ფრენბურთის ჩემპიონთა ლიგაზე გულშემატკივრებმა სეზონის სიმბოლური ნაკრები (All Stars) დაასახელეს. მასში ქართველი ფრენბურთელი ანა კალანდაძე მოხვდა, რომელიც პოლონურ კლუბ „დეველოპრეს რეჟუვში“ ასპარეზობს.

ქართველი ფრენბურთელის კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სამი მატჩიდან ორი მოიგო, ანა კალანდაძემ კი სამივე შეხვედრის ჯამში გუნდს 56 ქულა შესძინა.

მერვედფინალშირეჟუვმა“ ფრანგული „კანი“ დაამარცხა, ხოლო მეოთხედფინალური ორთაბრძოლები „ეზაჩიბაშისთან“ დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა.