საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT
საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს #1TVSPORT

საქართველოს ქალ ფრენბურთის ეროვნულ ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს – 6 ივნისიდან გუნდს გამოცდილი უკრაინელი სპეციალისტი იური მელნიჩუკი ჩაუდგა სათავეში.

მელნიჩუკი სხვადასხვა დროს უნგრულ, უკრაინულ, რუსულ და ავსტრალიურ კლუბებში მუშაობდა, ბოლოს კი ყაზახეთში „ატირაუს“ წვრთნიდა, რომელთან ერთადაც არაერთი ტიტული მოიგო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრები გუნდები ევროპის 2023 წლის ვერცხლის ლიგაში მონაწილეობენ. 10 ივნისს, 17:00 საათზე, სპორტის ახალ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა N15), საქართველოს ნაკრები მონტენეგროს დაუპირისპირდება.