ქართველი ფრენბურთელები, ლიზი და ნანა ლობჟანიძეები გერმანიაში ითამაშებენ #1TVSPORT
ქართველი ფრენბურთელები, ლიზი და ნანა ლობჟანიძეები გერმანიაში ითამაშებენ #1TVSPORT

ქართველი ფრენბურთელები, ლიზი და ნანა ლობჟანიძეები კარიერას გერმანიაში გააგრძელებენ და მეორე ბუნდესლიგის კლუბში, „ნავარო სტრაუბინგში“ ითამაშებენ – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

23 წლის ლიზი ლობჟანიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია. ის ახალ გუნდში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს. „მოუთმენლად ველოდები თამაშების დაწყებას. მსურს, რომ ადაპტაცია სწრაფად გავიარო და გუნდის წარმატებაში ჩემი წვლილიც შევიტანო“, – განაცხადა ლიზიმ კლუბის ვებგვერდთან საუბრისას.

რაც შეეხება მის დას, 15 წლის ნანა ლობჟანიძე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფრენბურთელია, ის „ნავარო სტრაუბინგის“ ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

„მიხარია, რომ ჩემს დასთან ერთად ვიქნები. კლუბი ახალგაზრდა მოთამაშეებს განვითარებისთვის ყველა პირობას უქმნის. აქ ყოფნა წინსვლასა და გაძლიერებაში დამეხმარება“, – განაცხადა ნანა ლობჟანიძემ, რომელიც ახალ გუნდში 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ნავარო სრაუბინგი“ ახალი სეზონის პირველ შეხვედრას 16 სექტემბერს ჩაატარებს.