ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან დამარცხდა #1TVSPORT
ფრენბურთი | საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ხორვატიასთან დამარცხდა #1TVSPORT

სერბეთსა და უნგრეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 17-წლამდელ ფრენბურთელთა შორის საქართველოს ნაკრები ტურნირის მეექვსე შეხვედრაში ხორვატიის ძლიერ გუნდს შეხვდა და სამ სეტში, 30:32, 14:25, 21:25 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა გოგონებმა ტურნირი სენსაციურად დაიწყეს, კონტინენტის პირველობის პირველ მატჩში მასპინძელი, სერბეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს, შემდეგ კი ყველა შეხვედრა წააგეს.

ევროპის ჩემპიონატზე ექვსი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები რვა გუნდს შორის ჯგუფში მეშვიდე ადგილს იკავებს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე:

ანასტასია დვალიშვილი, მარიამ მუშკუდიანი, მელანია კაციტაძე, მაგდა კობაიძე, ლიზა კლდიაშვილი, ანი მდივანი, ნანა ლობჟანიძე, თეკლა მაღლაფერიძე, მარიამ ბურჭულაძე, ბარბარე ჯიმუხაძე, კესო ნარიმანიძე, მართა ლორთქიფანიძე.

საქართველოს ნაკრების დარჩენილი მატჩების განრიგი:

19 ივლისი | ესტონეთი – საქართველო