საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი სოსო რამიშვილი, სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს, არგიშთი კიარამიანის შეხვდა.
საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე სტუმრები სამსახურის სტრუქტურას, მანდატსა და არსებულ გამოწვევებს გაეცნენ.
„მხარეებმა განიხილეს მნიშვნელოვანი საკითხები საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდა მეზობელი ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობაზე“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მხარეები გამოცდილების გაზიარებისა და მისი პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველყოფის მიმართულებით კონკრეტული სამომავლო ღონისძიებების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.