საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - მადლობა ნუკრი რევიშვილს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია - მადლობა ნუკრი რევიშვილს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის

საქართველოს ნაკრების ყოფილი მეკარის, ნუკი რევიშვილის მიერ კარიერის ნაადრევად დასრულებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოეხმაურა.

„საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მეკარემ ნუკრი რევიშვილმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა! ნუკრიმ ეროვნული ნაკრების მაისურით 32 შეხვედრა ჩაატარა! მადლობა ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის!” – წერია სფფ-ს ოფიციალურ გვერდზე.

31 წლის მეკარე საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის ეროვნულ ნაკრებში პირველ ნომრად თამაშობდა. მაგრამ 2015 წელს ესპანეთთან გასვლაზე მოგებული თამაშის (1:0) შემდეგ მძიმე ტრავმა მიიღო, რამაც კარგა ხანი დაასვენა. შარშან კი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ, (შვილი გარდაეცვალა) თამაში შეწყვიტა და როგორც ახლა გაირკვა, საბოლოოდ, კარიერის დასრულებაც გადაწყვიტა.

„ჯვაროსნების” ყოფილმა მეკარემ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს ექსკლუზიურად მიაწოდა.