„დინამო არენიდან“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა რესპუბლიკის მოედანზე გადაინაცვლა, სადაც გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილი.
რესპუბლიკის მოედანზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თბილისის მერი კახა კალაძე. მათ საქართველოს ნაკრებსა და გულშემატკივარს ისტორიული გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცეს.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ, პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე არიან წარდგენილი.