საქართველოს ეროვნულ გვარდიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური სტუმრობდა
საქართველოს ეროვნულ გვარდიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური სტუმრობდა

საქართველოში ვიზიტით აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ტომას კარდენი ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. ამერიკელ გენერალს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა რეზერვის მობილიზაციისა და რეკრუტირების კუთხით დაგეგმილი ცვლილებები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს.

საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობა პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.