საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული

15:34, 02.11.2024
Democratic presidential candidate and Washington State Governor Jay Inslee speaks during the California Democratic Convention in San Francisco, California, U.S. June 1, 2019. REUTERS/Stephen Lam

Democratic presidential candidate and Washington State Governor Jay Inslee speaks during the California Democratic Convention in San Francisco, California, U.S. June 1, 2019. REUTERS/Stephen Lam

საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო ძალადობის პრევენციისთვის ვაშინგტონის შტატში ეროვნული გვარდიაა მობილიზებული. ამის შესახებ ვაშინგტონის შტატის გუბერნატორმა, ჯეი ინსლიმ განაცხადა.

„ზოგად და კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოტენციურ ძალადობასთან ან სხვა უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით არსებული შეშფოთებების გამო, რომელიც დაკავშირებულია 2024 წლის არჩევნებთან, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ რეაგირებისთვის“, – განაცხადა შტატის გუბერნატორმა.

აღნიშნულ შტატში დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი ლიდერობს და ცოტა ხნის წინ აქ ერთ-ერთ საარჩევნო ურნას, სადაც ხმის მიცემის წინასწარი პროცედურის ფარგლებში ამომრჩეველთა ბიულეტენები იყო მოთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს. ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ვაშინგტონის შტატში ამ დროისთვის უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა ისარგებლა.

მსგავსი