საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპული თამაშების გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე, ძიუდოს გუნდურ ასპრეზობაში საქართველოს ნაკრები ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირის ფინალში ქართველებმა გერმანელები მარტივად – 4:1 დაამარცხეს.
საჩემპიონო შეხვედრაში წარმატებულად იჭიდავეს ლაშა ბექურმა (-90), ლაშა შავდათუაშვილმა (-73), გურამ თუშიშვილმა (+90) და ეთერ ლიპარტელიანმა (-57).
მესამე ევროპულ თამაშებზე გამართული გუნდური შეჯიბრება ამავდროულად ევროპის გუნდური ჩემპიონატიც გახლდათ. ტურნირზე 22 ქვეყანა გამოვიდა.
საქართველოს ნაკრები ევროპულ თამაშებზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გიორგი ტერაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე 73 კგ), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე 90 კგ), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი (ორივე +90 კგ), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ), ეთერ ასკილაშვილი (70 კგ), სოფიო სომხიშვილი (+70 კგ).