საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უცხოელ სტუმრებს საქართველოში დასასვენებლად ეპატიჟებიან
საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უცხოელ სტუმრებს საქართველოში დასასვენებლად ეპატიჟებიან

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში ფრენების შეჩერება დააანონსა, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები უცხოელ სტუმრებს დასასვენებლად ეპატიჟებიან და სოციალურ ქსელებში საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეორგოლებს ავრცელებენ.

„ზაფხულის დადგომასთან ერთად, მოგესალმებით საქართველოში! უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გამოვაქვეყნებთ სხვადასხვა სახის ინფორმაციას მოგზაურობის, დასვენების, კულტურის, ღვინის და კერძების შესახებ, რომელთა დაგემოვნებაც და ნახვაც საქართველოშია შესაძლებელი. ჩამოდით და გამოსცადეთ საქართველო!“ – წერს აშშ-ში საქართველოს საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ და საქართველოში ზაფხულის დასვენების შესახებ ვიდეორგოლს ავრცელებს.

„ყველა ჩვენს დანიელ მეგობარს ვეპატიჟებით ზაფხულის დასვენების თვალწარმტაც საქართველოში გასატარებლად“, – წერს დანიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.