საქართველოს დაზვერვის სამსახურს ლევან იზორია უხელმძღვანელებს.
საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ახალ უფროსს, ლევან იზორიას უწყების ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა დღეს უწყებაში უმასპინძლა.
„ლევან იზორია სამსახურის მოსამსახურეებს შეხვდა, ასევე გაეცნო სამსახურში განხორციელებულ რეფორმებს. მან ხაზი გაუსვა სამსახურის ყოფილი უფროსის პროფესიონალიზმსა და ღვაწლს ქვეყნისა და სამსახურის წინაშე, მადლობა გადაუხადა დავით სუჯაშვილს და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა“, – ნათქვამია საქართველოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაში.
რაც შეეხება დავით სუჯაშვილს, ის უკვე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ.