საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები სემეკ-ში დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში (სემეკი) დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.
შეხვედრა დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიმართა და მას ასოციაციის წევრი და პარტნიორი კომპანიების 60-მდე წარმომადგენელი დაესწრო.
სემეკ-ის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, მთავარი თემა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული საკითხები იყო.
კერძოდ, სამივე სექტორში ახალი მომხმარებლის მიერთების სტანდარტები და მათი შესრულების მონიტორინგი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერებმა იცოდნენ ის სიახლეები, რაც მათ დაეხმარება. კერძოდ, განხორციელებული რეფორმის ფარგლებში, გამარტივდა ახალი ობიექტების ქსელში ჩართვის პროცესი სამივე მიმართულებით და ახალი აბონენტების კუთხით ახლა უკვე ნაკლები ბიუროკრატიაა.
საუბარი ასევე შეეხო „მისტიური მომხმარებლის“ პროექტსაც, რომელიც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მომსახურების ხარისხის შემოწმების მიზნით ხორციელდება.