საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი მომზადდა [ვიდეო]
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეორგოლი მომზადდა.
კლიპის ავტორების თქმით, საიმიჯო რგოლის ყოველი მიზანსცენა გადმოსცემს საქართველოს ისტორიის განმავლობაში დაგროვებულ ფასეულ ცოდნას და მოიცავს იმ ღირებულებებს, რომელიც გვაერთიანებს.
ვიდეორგოლზე იმუშავა რეჟისორმა, გიორგი პოპიაშვილმა, რომელსაც ეკუთვნის სცენარიც. რგოლის დამდგმელი ოპერატორია გიორგი შველიძე, ხოლო კლიპი გადაიღო კომპანია „მეტრო პროდაქშენმა“.