კლასიკურ ბილიარდში საქართველოს ჩემპიონატი დასასრულს მიუახლოვდა. მასში ქვეყნის ყველა რეგიონის 32 სპორტსმენი მონაწილეობდა.
16 საუკეთესოს გამოვლენის შემდეგ, შეჯიბრება ოლიმპიური სისტემით გაგრძელდა – ფინალში ბათუმელი გიორგი დიმიტრაძე თბილისელ გიორგი მარტიროსიანს შეხვდება.
ტურნირის შედეგების მიხედვით 2017 წლის რეიტინგი განისაზღვრება და საქართველოს ნაკრები დაკომპლექტება – გუნდი თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც რუსეთის ქალაქი სურგუთი უმასპინძლებს.
“ჩვენ საკმაოდ მაღალი დონის სპორტსმენები გვყავს. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ საუკეთესოები მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან. დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ იმხელა პოტენციალი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე თავი გამოიჩინონ”, – ამბობს საქართველოს ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ალექსიძე.