ბილიარდში სეზონის შემაჯამებელი ტურნირი ტარდება - საერთაშორისო ფონდმა მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
ბილიარდის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, თბილისში იმართება „გრანდ ფინალი“, რომელიც 2022 წლის სეზონის შემაჯამებელი ტურნირია.
ტურნირი სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება, რომელიც ბილიარდის ეროვნული ფედერაციის პარტნიორი გახდა. საქმე ისაა, რომ ტურნირის დაწყებამდე სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა საქართველოს ბილიარდის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ფონდის მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, ხოლო ფედერაციის მხრიდან – მისმა პრეზიდენტმა, ბაკურ ხუნდაძემ.
„აღნიშნული მემომარდუმის ფარგლებში ზემოხსენებული თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება და სამომავლოდ დაიგეგმება მრავალი აქტივობა. შეგახსენებთ, რომ ფონდის მიზანია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის მიმართულებით პროექტებისა და პროგრამების ხელშეწყობა“, – წერია ფონდის მიერ გავრცელებულ ცნობაში.