ზუგდიდში, „საქართველოს ბანკიდან“ კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
უწყებაში არ აკონკრეტებენ, სულ რამდენი მძევალია გათავისუფლებული და რამდენი რჩება ბანკის შენობაში.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს ბოლოს 19 მძევალი ჰყავდა. მანამდე, სამართალდამცველების დახმარებით, ბანკის ფილიალი მძევლების კიდევ ერთმა ნაწილმა დატოვა.
ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე ბანკთან ამ დრომდე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო, ოპერატიული ღონისძიებები.
„საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.