,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა“ და „რაინეარს“ შორის დღეს ხელშეკრულება გაფორმდება
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის დღეს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერება.
ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი.
ღონისძიებას ასევე დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.