„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ - ქუთაისი - ვარშავას რეისის იძულებით დაშვების მიზეზი ცრუ სატელეფონო ზარი გახდა
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განცხადებით, 25 ოქტომბერს „ვიზეარის“ რეისმა W6 1576 ქუთაისი – ვარშავას მიმართულებით იძულებით დაეშვა რუმინეთის ქალაქ ბუქარესტში, რისი მიზეზიც ქუთაისის აეროპორტში განხორციელებული საეჭვო სატელეფონო ზარი გახდა.
როგორც „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ, ბორტის წევრებმა იმოქმედეს დადგენილი პროცედურების შესაბამისად და რისკის თავიდან აცილების მიზნით, საჰაერო ხომალდის დაუგეგმავი დაშვება განახორციელეს ბუქარესტის აეროპორტში.
„ყველა მგზავრი და ბორტის წევრი უსაფრთხოდ იქნა გადაყვანილი ხომალდიდან. ამჟამად შემოწმების პროცესი დასრულებულია. აღმოჩნდა ცრუ განგაში. თვითმფრინავი გადაყვანილია სადგომზე და მიმდინარეობს მგზავრების ჩასხდომა”, – აცხადებენ „აეროპორტების გაერთიანებაში“.