საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონი გახდა.
პოლონეთის ქალაქ გროდზისკში გამართულ ტურნირზე უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში ჰოლანდიას ანგარიშით 69:12 მოუგეს, ხოლო ნახევარფინალში პორტუგალიას 25:0 აჯობეს.
ფინალში ზედიზედ მეოთხედ საქართველო საფრანგეთს დაუპირისპირდა, რომელთანაც წინა სამი ფინალი წააგო. ამჯერად, საქართველოს ნაკრებმა ფინალი კარგად დაიწყო და პირველ ტაიმში ძლიერი მეტოქესთან ანგარიშით 5:3 დაწინაურდა.
ფრანგებმა მეორე ნახევარში მთელი ძალებით შეუტიეს, მაგრამ მატჩის მიწურულს ლაშა ლომიძემ ჯარიმა ზუსტად შეასრულა – 8:3.
საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – საქართველომ პირველად მოახერხა ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. 2015-ში 57:0 წავაგეთ ფრანგებთან, 2016-ში 42:0, შარშან კი – 36:18.