რაბი | ჩელენჯ თასის ნახევარფინალურ შეხვედრას ქართველი არბიტრი განსჯის #1TVSPORT
რაბი | ჩელენჯ თასის ნახევარფინალურ შეხვედრას ქართველი არბიტრი განსჯის #1TVSPORT

ნიკა ამაშუკელი ჩელენჯ თასის ნახევარფინალურ შეხვედრას განსჯის – 4 მაისს ქართველი არბიტრი ინგლისური „გლოსტერისა“ და იტალიური „ბენეტონის“ მატჩზე მოედნის მსაჯი იქნება. შეხვედრა თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

ევროპის პროფესიული საკლუბო ტურნირების ნახევარფინალურ ეტაპზე ქართველ მსაჯს აქამდე არასდროს უმუშავია. შარშან ამაშუკელმა ჩემპიონთა თასის მეოთხედფინალში ირლანდიური „ლენსტერისა“ და ინგლისური „ლესთერ ტაიგერსის“ შეხვედრა განსაჯა.

ნიკა ამაშუკელი – „ჩემთვის დიდი პატივია „კინგსჰოლმზე“ ასეთი თამაშის მსაჯობა. ყველამ იცის, ნახევარფინალი როგორი მნიშვნელოვანი ეტაპია და დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი თამაში იქნება. „გლოსტერი“ ინგლისური გრანდია, რომელიც საკუთარ მოედანზე ყოველთვის განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს და ჩელენჯ თასის ჯგუფურ ეტაპზე თბილისში „შავ ლომსაც“ შეხვდა, „ბენეტონი“ კი წელს ძალიან მაგარ ფორმაშია და პირველად ეცდება ფინალში გასვლას“.