საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა მინსკის თასი მარცხით დაიწო [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდისთვის მზადება მინსკის განვითარების თასზე მონაწილეობით დაიწყო. ბელარუსის დედაქალაქში პირველი მატჩი გუნდმა ისრაელის თანატოლთა ნაკრებთან გამართა და დამარცხდა.

ისრაელის ნაკრებმა უპირატესობა მოიპოვა და გოლი მე-5 წუთზე გაიტანა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა. მეტოქე არ გაჩერებულა და მალე შედეგს მიაღწია. პირველ ტაიმში ანგარიში ავიდ ეფეტიმ ეფექტური დარტყმით გახსნა, ხოლო მეორე ნახევარში ავიდ ტურგემანმა და როი იცხაკმა კიდევ ორჯერ აიღეს ჩვენი გუნდის კარი და ისრაელმა 0:3 გაიმარჯვა.

საქართველო U17 – ისრაელი U17 0:3

გოლები: 0:1 ეფეტი (34), 0:2 ტურგემანი (45), 0:3 იცხაკი (55).

საქართველო U17: კოპალიანი, გოგიჩაიშვილი, ხარჩილავა, ნარიმანიძე, ბასილაძე, ხაჩიძე, პარკინაშვილი, ალიბეგაშვილი, ყარაევი, ლორთქიფანიძე, ციკოლია.

სათადარიგოები: კურტანიძე, რობაქიძე, სიგუა, პარკაძე, ცეცხლაძე, ჩიხაძე, მაღრაძე, გადილია, გიუნაშვილი

ბელარუსის დედაქალაქში ტურნირზე 17-წლამდელები კიდევ სამ მატჩს გამართავენ:

9 თებერვალი – საქართველო V ბელარუსი

10 თებერვალი – მინსკი V საქართველო

12 თებერვალი – საქართველო V უზბეკეთი

გამართული ამხანაგური ტურნირის შემდეგ, გიორგი ჩიტაურის გუნდი მონტენეგროში მიემგზავრება, სადაც მასპინძელ თანატოლთა ნაკრებს 15 და 17 თებერვალს დაუპირისპირდება.