საქართველომ ევროპულ თამაშებზე გამოსვლა 30 მედლით დაასრულა | მინსკი 2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა საქართველოს ნაკრებმა. ჩვენმა გუნდმა 30 მედალი მოიპოვა – 6 ოქრო, 10 ვერცხლი და 14 ბრინჯაო. ჩვენი ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მეშვიდე ადგილზეა.
საქართველოს ნაკრებში მედლები მოიპოვეს:
ოქროსმედალოსნები – ბექა ბერძენიშვილი (სამბო), ლევან ნახუცრიშვილი (სამბო), დავით ლორიაშვილი (სამბო), ვახტანგ ჩიდრაშვილი (სამბო), გურამ თუშიშვილი (ძიუდო) და ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო).
ვერცხლისმედალოსნები – ნინო ოძელაშვილი (სამბო), ელენე ქებაძე (სამბო), მინდია ლილუაშვილი (სამბო), ვარლამ ლიპარტელიანი (ძიუდო), გივი მაჭარაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლადო ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), ლიუბა გოლოვინა (ბატუტზე ხტომა), შმაგი ბოლქვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), იაკობ ქაჯაია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა) და სახილ ალახვერდოვი (კრივი).
ბრინჯაოსმედალოსნები – ნინო სალუქვაძე/ცოტნე მაჭავარიანი (ტყვიის სროლა), ამირან პაპინაშვილი (ძიუდო), ლუკა მაისურაძე (ძიუდო), ვაჟა მარგველაშვილი (ძიუდო), ბაგრატ ნინიაშვილი (ძიუდო), ბესარიონ ბერულავა (სამბო), გივი ნადარეიშვილი (სამბო), პაატა ღვინიაშვილი (სამბო), გენადი ჩირგაძე (სამბო), ავთანდილ კენჭაძე (თავისუფალი ჭიდაობა), ელიზბარ ოდიკაძე (თავისუფალი ჭიდაობა), დავით ჩხარტიშვილი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), გოგიტა არქანია (კარატე), ოთარ ერანოსიანი (კრივი).