საქართველომ და ფიჯიმ უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს
საქართველომ და ფიჯიმ უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულება გააფორმეს. დოკუმენტს ქართული მხრიდან ხელი მოაწერეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ფიჯის მხრიდან კი ქვეყნის თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ინია სერუირატუმ.
ამის შესახებ ინფორმაცია ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ გაავრცელა.
საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმის მოსალოდნელი ამოქმედების შესახებ პირველი არხი გასული წლის სექტემბერში წერდა.
ფიჯი წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. არქიპელაგის მოსახლეობა დაახლოებით 912 ათასია.