საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება
საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

საქართველოსა და ფიჯის შორის უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ორი ქვეყნის მთავრობებს შორის შესაბამისი შეთანხმება უკვე მიღწეულია და დოკუმენტის ხელმოწერაც იგეგმება. ამ მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებაც გამოიცა.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების ვადა ამ დროისთვის უცნობია. პირველი არხი დამატებით ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება.

ფიჯის მოქალაქეებს მოქმედი წესით საქართველოს ელექტრონული ვიზის მიღება შეუძლიათ. საქართველოს მოქალაქეებისთვის კი, საგარეო უწყების საიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ვიზის მიღება ბრიუსელში, ფიჯის საელჩოს საკონსულო სამსახურში იყო შესაძლებელი.

ფიჯი წყნარი ოკეანის სამხრეთ აღმოსავლეთით მდებარეობს. არქიპელაგის მოსახლეობა დაახლოებით 912 ათასია.