„საქართველო ვითარდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა ქვეყნები“
„საქართველო ვითარდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სხვა ქვეყნები“

ჩვენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ვიმსჯელეთ, თუ რა შეიძლება იყოს ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნებისთვის შემდეგი ნაბიჯი და შევთანხმდით, რომ შემდეგი ნაბიჯია ხელშეკრულებების იმპლემენტაცია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რებეკა ჰარმსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კანონმდებლები საქართველოსთვის 45-მილიონიანი ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავდნენ.

„ყველა თანხმდება, რომ საქართველო ვითარდება გაცილებით სწრაფად, ვიდრე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მონაწილე სხვა ქვეყნები. არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორები“ ზეწოლის ქვეშ არიან და აქვთ გადაუჭრელი კონფლიქტები. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, მაინც ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი მედიაპლურალიზმს, მედიის დამოუკიდებლობის, მედიის მფლობელებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხებს. საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომლებიც თურქეთს ფეთჰულა გიულენის მოძრაობის წევრებს არ გადასცემენ. ეს მკაფიოდ პოზიტიური გადაწყვეტილებაა და ჩვენი მხრიდან აუცილებლად უნდა აღინიშნოს“, – აღნიშნა რებეკა ჰარმსმა.