საქართველო უელსს მეორედაც დაუზავდა
საქართველო უელსს მეორედაც დაუზავდა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა უელსთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც ფრედ დაასრულა. პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, ხოლო დღეს – 1:1.

საქართველოს მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძის შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა და ერთადერთი ლევან მაჭარაშვილი დატოვა. გოლები ამ დაძაბული და საინტერესო მატჩის ბოლოს გავიდა. 88-ე წუთზე უელსელები პენალტით ჯოზეფ მორელიმ დააწინაურა.

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა და მიზანს მიაღწია: 90+2 წუთზე, მსაჯის მიერ დამატებულ დროში, აკაკი შულაიას ფლანგური გადაცემით გიორგი კოხრეიძემ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა 1:1.

შეხვედრის დასასრული დაძაბული გამოდგა, ფეხბურთელებს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა.

საქართველო – უელსი 1:1

გოლები: მორელი (88. პ), 1:1 კოხრეიძე (90+2)

საქართველო: შეროზია (46. გოშაძე), ქანთარია (90+2. გიორგაძე), ჭიჭინაძე, ლოჩოშვილი (69. კობოური), ნადარაია (78. ლაკვეხელიანი), მაჭარაშვილი, ძებნიაური (58. ცეცხლაძე), მუჯირი (46. ალთუნაშვილი), შულაია, ბუღრიძე, გოშთელიანი (72. კოხრეიძე)