ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით სტრასბურგის საშობაო ბაზრობაზე ქართული კოტეჯი გაიხსნა.
ქართულ კოტეჯში წარმოდგენილია საქართველოში წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვნება, მათ შორის, სხვადასხვა დასახელების ღვინო, ტრადიციული ტკბილეული, ხალხური რეწვის ნიმუშები და ხელნაკეთი სუვენირები.
სტრასბურგი ევროპაში საშობაო დედაქალაქად არის აღიარებული, სადაც საშობაო ბაზრობის გამართვის ტრადიცია 1570 წლიდან იღებს სათავეს და ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამგვარ მასშტაბურ ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა წარმოადგენს საუკეთესო შესაძლებლობას ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის.
წელს სტრასბურგის საშობაო ბაზრობა 22 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე იმართება.