საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილება ხვალიდან ათი დღით შეჩერდება, შეზღუდვა არ შეეხება სატვირთო გადაზიდვებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს ტელეფონით ესაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან საუბრის შედეგად, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, 2020 წლის 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-სომხეთსა და საქართველო-აზერბაიჯანს შორის მოქალაქეების გადაადგილების დროებით შეჩერების შესახებ.
„ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უზრუნველყოფენ სამშობლოში დაბრუნების სურვილის მქონე საკუთარი მოქალაქეების ქვეყანაში შეუფერხებელ შესვლას“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეზღუდვები არ ვრცელდება სატვირთო გადაზიდვებზე.