საქართველო-სომხეთის საზღვარზე საბაჟო-გამშვები პუნქტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობს
საქართველო-სომხეთის საზღვარზე მდებარე საბაჟო-გამშვები პუნქტები ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან „სადახლოს“ გამშვები პუნქტის მიმართულებითაც.
სომხეთში, ტავუშის რაიონის სოფელ ბაგრატაშენში საქართველოს საზღვრისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა შეფერხებული იყო. ამის მიზეზი ადგილობრივების აქცია გახდა, რომლებმაც ერევანში მიმდინარე პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადეს.