მედიის ცნობით, სომხეთ-საქართველოს საზღვართან მისასვლელი გზა გადაკეტილია
არსებული ინფორმაციით, სომხეთ-საქართველოს საზღვართან მისასვლელ გზაზე მოძრაობაა შეფერხებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა სოფელ ბაგრატაშენში საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მისასვლელი გზა გადაკეტეს.
შედეგად, სატვირთო და მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება პარალიზებულია. აღნიშნულ მონაკვეთზე საქართველოს მხრიდან „სადახლოს“ გამშვები პუნქტია.
https://www.facebook.com/CivilNet.TV/videos/2325158614220668/?fref=gs&dti=1573883272846831&hc_location=group