საქართველო-სომხეთის საზღვართან 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველო-სომხეთის საზღვართან 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს 17:07 საათზე 4.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი საქართველოს საზღვრიდან 26 კმ-ში, 8 კმ-ის სიღრმეში იყო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს მიწისძვრა დღეს დილითაც  მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 6 ივნისს, თბილისის დროით 07:58 საათზე საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრიდან 8 კმ.-ში 3.9 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.

ამასთან, მიწისძვრა მოხდა 5 ივნისსაც. თბილისის დროით 22:40 საათზე აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 28 კმ.-ში 5.6 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თბილისის მოსახლეობამაც შეიგრძნო.

🆘 როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – 🔊 რჩევები 🏡

🆘 როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის დროს – 🔊 რჩევები 🏡

Posted by პირველი არხი on 2018 წლის 6 ივნისი, ოთხშაბათი