საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს
საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს

საქართველო სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილებით ისარგებლებს.

საქართველოში კონფერენცია „სოფლის განვითარების პოლიტიკა 2020+. ევროპული პრაქტიკის დანერგვა საქართველოში“ გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა, და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა. სოფლის განვითარების კონფერენციას ევროკავშირის ქვეყნების ოფიციალური პირები და ექსპერტები დაესწრნენ.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საქართველომ 2017 წელს მიიღოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტატეგია, იყო პირველი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა სოფლის განვითარების ძირითად მიმართულებებს, მოიცავდა არამხოლოდ სოფლის მეურნეობებს, არამედ სოფლად სხვა ეკონომიკურ და სოციალურ სერვისებს.

„2017-2020 წლების სტრატეგია მომზადდა ევროკავშირის ჩართულობით. დღეს ჩვენ უკვე ვმსჯელობთ განახლებული სტრატეგიის პრიორიტეტულ მიმართულებაზე. დღევანდელი კონფერენციის მიზანია, რომ შევაფასოთ ის ორი წელი, რომელიც სტრატეგიის მიღების შემდეგ გავიდა, შევაფასოთ შედეგები, რომლებიც სტრატეგიის მუშაობის პერიოდში გვქონდა. სტრატეგიაზე მუშაობისას ჩვენ გვეხმარეობდა გაერო-ს განვითარების პროგრამიდან ავსტრიიდან და უნგრეთიდან“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის განვითარების კონფერენციის ორგანიზატორი და მასპინძელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა. ღონისძიების მხარდამჭერია ევროკავშირი (EU) გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.

სოფლის განვითარების პროგრამა, ENPARD, 2013 წლიდან ხორციელდება, ხოლო მისი ბიუჯეტი 179.5 მილიონ ევროს შეადგენს.