გორში მიმდინარეობს დაპირისპირება საქართველოსა და კვიპროსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.
პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები ერთით ნოლს იგებენ.
შეხვედრის პირველმა ნახევარმა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით ჩაიარა. 24-ე წუთზე ქვილიათიამ მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი მარჯვენა კუთხეში ზუსტი დარტყმით გაუშვა.
ანგარიში – საქართველო 1:0 კვიპროსი.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი გთავაზობთ.