საქართველო პირველი ტაიმის შემდეგ კვიპროსს ამარცხებს

17:57, 10.11.2017

გორში მიმდინარეობს დაპირისპირება საქართველოსა და კვიპროსის საფეხბურთო ნაკრებებს შორის.

პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლები ერთით ნოლს იგებენ.

შეხვედრის პირველმა ნახევარმა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით ჩაიარა. 24-ე წუთზე ქვილიათიამ მეტოქის მეკარის შეცდომით ისარგებლა და ბურთი მარჯვენა კუთხეში ზუსტი დარტყმით გაუშვა.

ანგარიში – საქართველო 1:0 კვიპროსი.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი გთავაზობთ.

მსგავსი