საქართველო გრიპის ვაქცინის დამატებით 77 000 დოზას 25 ოქტომბერს მიიღებს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველო გრიპის ვაქცინის 77 000 დოზას კვირას მიიღებს და ის რისკ ჯგუფებზე იქნება გათვლილი.
ვაქცინა ორშაბათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება.
„ვიცი, რომ მოთხოვნილება დიდია, ამიტომ მინდა, გაუწყოთ, რომ უკვე გვაქვს დადასტურება თვითმფრინავის რეისის და კვირას გვიან ჩამოვა კიდევ დამატებით 77 000 დოზა გრიპის ვაქცინისა, 4 კომპონენტიანი, რომელიც ორშაბათიდან განაწილდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე დიდი რისკ ჯგუფები იქნებიან აცრილი. ესენია – 65 წელს ზემოთ ხანდაზმულები, ვისაც აქვს გულის და ფილტვების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტით ადამიანები ასაკის განურჩევლად, სამედიცინო პერსონალი, ჩამონათვალი დიდია. დაიწყება ამ კონტიგენტის აცრა. როგორც გითხარით, კიდევ ნოემბრის პირველ სამ – ოთხ რიცხვში შემოვა 110 000, რაც სახელმწიფომ იყიდა დამატებითი დოზა და ნოემბრის შუა რიცხვებში კიდევ 23 000 დოზა იმ დამატებითი 10 0 000-დან, რომლის 77 000-იც უნდა შემოვიდეს კვირას. მაქვს ასევე ინფორმაცია კერძო სექტორიდან, რომ მათ ექნებათ დამატებით 40 000 დოზა. ამით ვფიქრობ, ოქტომბრის ბოლო, ნოემბრის თვე იქნება გრიპის საწინააღმდეგო იმუნიზაციის აქტიური პერიოდი. თუმცა გრიპზე აცრა შეიძლება მთელი სეზონის განმავლობაშიც. ამიტომ არასოდეს დაგვიანებული არ არის, მაგრამ სჯობს, ავიცრათ ახლა“, – განაცხადა გამყრელიძემ.