ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა 2022 წელს საქართველო იქნება
ბერლინში, მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა-ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა 2022 წელს საქართველო იქნება

მსოფლიოში ყველაზე დიდმა ტურისტულმა გამოფენა-ბაზრობამ, რომელიც ქალაქ ბერლინში იმართება, მიიღო გადაწყვეტილება, საქართველო 2022 წელს გახდეს ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა, რომელიც ნიშნავს 180-ზე მეტ მონაწილე ქვეყანას და საერთაშორისო დაფარვის ციფრს, დაახლოებით მილიარდზე მეტ ადამიანზე.

„მოგეხსენებათ, ტურიზმი არის ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა. ტურიზმი არის ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი სექტორი. რა თქმა უნდა, ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი, რათა ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმი, როგორც სფერო, იყოს კიდევ უფრო წარმატებული და დინამიკური. ტურიზმის გადაცემის ეფექტი არის ძალიან მაღალი და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე იგრძნობს ამ გამოფენაში მონაწილეობის შედეგს იმ ტურისტთა რაოდენობის ზრდით, რომლებიც უნდა მოხვდნენ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ საქართველოს თითოეულ სოფელში თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს – საქართველოში ჩამოსული ტურისტი წარმატების კიდევ ერთი დამადასტურებელი მაგალითია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.