საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა დღეს რამდენიმე რეგულაციის შემსუბუქების შესახებ გააკეთა განცხადება.
ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.