საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან ამოქმედდება
საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან ამოქმედდება

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ხვალიდან ამოქმედდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, 25 თებერვლიდან“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა დღეს რამდენიმე რეგულაციის შემსუბუქების შესახებ გააკეთა განცხადება.

ამასთან, ძალაში რჩება 21:00 საათიდან დილის ხუთ საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.